საქართველო

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წლის პაშა ნიჟარაძეს 1000 ლარი გადასცეს

იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა სოფელ სალომინაოში მცხოვრებ 100 წლის პაშა ნიჟარაძეს იუბილე მიულოცეს და დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1000 ლარი გადასცეს.

ვანის მერიის ცნობით, დღეგრძელთა დახმარების პროგრამა მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომელის ფარგლებშიც 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად 1000 ლარი გადაეცემათ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედა და დღემდე პროგრამის ფარგლებში 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გაიცა.