საქართველო

ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მარიამ ბაჯაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა და 1 000 ლარი გადასცა

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა გორას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარიამ ბაჯაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა და “დღეგრძელთა დახმარების პროგრამის” ფარგლებში, 1 000 ლარი გადასცა.

„დღეგრძელთა დახმარების პროგრამა“ მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომლის ფარგლებშიც 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად 1000 ლარი გადაეცემათ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედდა და დღემდე პროგრამის ფარგლებში, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გაიცა.

მიმდინარე წელს „დღეგრძელთა დახმარების პროგრამით“ ვანის მუნიციპალიტეტში ხუთმა ქალბატონმა ისარგებლა.

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.