საქართველო

ესპანეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღეს იწყება

დავით ზალკალიანი ესპანეთში სამუშაო ვიზიტს და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას შეარჩევენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება და შეხვედრა ესპანეთის მეფესთან. ზალკალიანი აუდიენციას გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან.