ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით ბარსელონას ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა

ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ბარსელონას ცენტრში დემონსტრანტებმა მსვლელობა ესპანეთისა და კატალონიის დროშებით მოაწყვეს.

ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციაში მონაწილეობა 300 ათასმა ადამიანმა მიიღო. სხვა მონაცემები გაავრცელა პოლიციამ. მათი ინფორმაციით ქუჩებში დაახლოებით 65 ათასი ადამიანი იყო გამოსული.