ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ჟენევაში მოლაპარაკება გამართეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში შეხვდნენ.

ბლინკენმა „კრიტიკული მომენტი“ უწოდა არსებულ ვითარებას და დასძინა, რომ აშშ და რუსეთი „არ მოელიან, რომ უთანხმოება დღეს გადაწყდეს“, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატია ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი არჩევანია.

ლავროვმა მოლაპარაკებები შეაფასა როგორც ღია და სასარგებლო. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ნატო რუსეთის წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ იგი „არასოდეს დამუქრებია უკრაინელ ხალხს“ და მასზე თავდასხმის გეგმები არ აქვს.

ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებზე ასევე ირანისა და მისი ბირთვული შესაძლებლობების თემასაც შეეხნენ, რასაც მან იმის მაგალითი უწოდა, თუ როგორ შეიძლება რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ერთად იმუშაონ უსაფრთხოების საკითხებზე.

guardian.ge