საქართველო

ენზელ მკოიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან პრობლემატური საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო ნინოწმინდის მუნციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და უახლეს მომავალში მათ მოგვარებას, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.