ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ემანუელ მაკრონი: „ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვილონი, რომ ვთქვათ, რომ ჩინეთი გაცილებით უკეთესი იყო ამის [კორონავირუსის] თავის გართმევაში“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის მიერ კორონავირუსის აფეთქებისადმი საპასუხო ზომების მიმართ მზარდ სკეპტიციზმთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეკითხვაზე – ჩინეთის ავტორიტარულმა პასუხმა, რაც აფეთქების კონტროლის ქვეშ მოქცევა განაპირობა, გამოავლინა თუ არა დასავლური დემოკრატიების სისუსტე – მაკრონმა უპასუხა, რომ არ არსებობს შედარება ღია საზოგადოებასა და მათ შორის, რომლებიც სიმართლეს ახშობენ.

„ამ განსხვავებულობის და გაკეთებული არჩევანების მოცემულობით და იმით, რაც დღეს ჩინეთია, რასაც მე პატივს ვცემ, მოდით ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვილონი, რომ ვთქვათ, რომ ის გაცილებით უკეთესი იყო ამის თავის გართმევაში. ჩვენ არ ვიცით. არის მკაფიო რაღაცები, რაც მოხდა და რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით“, უთხრა მაკრონმა „ფაინენშალ თაიმსს“.

ჩინეთში ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალებული პაციენტების რიცხვი უცვლელი იყო და დღემდე 3,300-ს შეადგენდა, თუმცა განახლებული მონაცემებით, უხანში, სადაც ვირუსმა გასული წლის დეკემბერში იფეთქა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ით გაზარდა და 4,600 შეადგინა – ზრდა 1,290-ია. ამას კი ოფიციალური ჩინეთი იმით ხსნის, რომ საავადმყოფოების გარეთ გარდაცვლილებიც აღრიცხეს.

GUARDIAN.GE