საქართველო

ელიზაბეთ რუდი: სტრატეგიული კომუნიკაცია არის უმთავრესი კავშირი მთავრობასა და ამომრჩეველს შორის, ის ქმნის ნდობით აღჭურვილ ურთიერთობას

„დღეს გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ამ სფეროს პროფესიონალების მოსაზრება, ის თეორიები, თუ რა არის ყველაზე ეფექტური სტრატეგიები კომუნიკაციების სფეროში. არავის გაგვიკვირდება, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები შეიძლება განსხვავდებოდეს სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიძლება არ იყოს მორგებული საქართველოსთვის და ეს ფორუმი იქნება შესაძლებლობა, მოვიძიოთ, თუ რა შეიძლება იყოს ეფექტური საქართველოსთვის. არ არის საჭირო, იყო კომუნიკაციების სპეციალისტი, რათა გაიაზრო, რა ღირებულება აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციებს დემოკრატიაში, ან დაინახო, რომ როგორც მთავრობის წარმომადგენელსა თუ არჩეულ კანონმდებელს, რა როლი აქვს ამ სფეროში. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ფიქრობს კიდეც, რატომ აქვს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, როგორც დემოკრატია არის სისტემა ყოველგვარი გადამოწმებისა და შემოწმებისა, იქნება მთავრობის სხვადასხვა შტოსა თუ ამომრჩეველს შორის, ასევე უნდა არსებობდეს ბალანსი როგორც შიდა, ასევე არასამთავრობო კომუნიკაციებს შორის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რათა მათი მიზნები გააცნონ.

„სტრატეგიული კომუნიკაცია გვეხმარება იმის ჩვენებაში, რომ ჩვენი ნაბიჯი არის ღირსეულად გადადგმული. გარდა იმისა, რომ ჩვენ ინფორმაციას გადავცემთ, ასევე ინფორმაციას ვიღებთ სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებით. ეს არის არამარტო დემოკრატიული პროცესი, არამედ მისი გადარჩენის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ეს არის უმთავრესი კავშირი მთავრობასა და მის ამომრჩეველს შორის, ეს ქმნის ამომრჩეველთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობას, საშუალებას აძლევს ქვეყანას დებატებისათვის. სხვა გზა დემოკრატიის აღორძინებისთვის არ არსებობს“, – აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, დღევანდელ რეალობაში დიდია დეზინფორმაციული ნაკადების როლი და რთულია რეალურისა და არარეალურის გამიჯვნა.

„ს​ამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ არასწორი ინფორმაციის გარემოში. იმის განსაზღვრა და გამიჯვნა, რა არის რეალური და რა არარეალური, საკმაოდ რთულია. ასეთ გარემოში მთავრობის ვალდებულებაა, ერთი ნათელი ხმით და გზავნილით მიმართოს თავის ამომრჩეველს. არ არის სავალდებულო, რომ ყოველთვის ერთმანეთს დავეთანხმოთ. დემოკრატია ხშირად შედგება ურთიერთსაწინააღმდეგო ხმებისაგან, მაგრამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება, დასავლეთის ინსტიტუტებთან ინტეგრაცია, ნატო-ს წევრობა, მნიშვნელოვანია ამ თემებზე გაერთიანებული მიდგომით ვისაუბროთ“, – განაცხადა ელიზაბეთ ​რუდმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია თავის სტრატეგიასა თუ პოლიტიკაზე ნათლად და ყველასთვის გასაგებად. ამასთან, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეროვნული სტრატეგია უნდა იყოს დეტალური.

„ამას აუცილებლად დასჭირდება მაღალი დონის მხარდაჭერა, რომლის ერთიან მიდგომასაც გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ყველა ფრთა და არ უნდა არსებობდეს ბარიერი სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის ამ ინფორმაციის გაზიარებისა, ისევე, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორ უნდა მოხდეს ამ ერთიანი მიზნების განხორციელება და მიღწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთიანი საზოგადოებრივი გზავნილი. ყველას გვსურს საქართველოს წარმატება. ყველას გვსურს, რომ საზოგადოება სწორი ინფორმაციით აღჭურვილი, რომ წინსვლის სწორი გზა აირჩიონ. მესმის, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყოს მსგავსი გამოწვევები და ჩვენც გვაქვს მსგავსი გამოწვევა შტატებში, მაგრამ სტრატეგიული კომუნიკაციების გარეშე შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეექმნას საზოგადოებას. თუ თქვენ არ იტყვით თქვენს სათქმელს, სხვა იტყვის თქვენს მაგივრად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო მთავრობის ძალისხმევა, რომ გაძლიერდეს სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურა. დღევანდელი ფორუმი ახალისებს ურთიერთობას, რათა მოხდეს გაცამტვერება თუ შემსუბუქება იმ პროპაგანდის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული“, – დასძინა ელიზაბეთ ​რუდმა.

1tv.ge