საქართველო

ელიზაბეთ რუდი: „საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს”

„საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს. მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას. შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა მათ შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება” – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი წეროვანში.