საქართველო

ეკა ბესელია: „საგამოძიებო კომისია, რომელიც უმრავლესობით დაკომპლექტდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებით, ასეთი არ უნდა იყოს“

„სამწუხაროდ იმ მანდატმა, რაც პარლამენტმა ამ საგამოძიებო კომისიას უმრავლესობით მისცა, აჩვენა, რომ კომისია რომელიც უმრავლესობით დაკომპლექტდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებით, ასეთი არ უნდა იყოს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ოპონენტებისადმი მიმართვისას.

„მივუსამძიმრებ სარალიძის ოჯახს და ასევე დადუნაშვილის ოჯახს, რომელიც გუშინ სამწუხაროდ არ გახსენებია ბატონ სერგის, რომ ამ საქმეს ყავს მეორე დაზარალებულიც.

იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და როგორც წესი, იმ საქმეებზე, რომელზეც უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, არ შექმნილა, ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ სხვა შემთხვევაში საპარლამენტო კონტროლის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა.

სამწუხაროდ იმ მანდატმა, რაც პარლამენტმა ამ კომისიას უმრავლესობით მისცა, აჩვენა, რომ კომისია რომელიც უმრავლესობით დაკომპლექტდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებით, ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი, ძალიან სამწუხარო იყო ის, რომ პროცესი სრულად პოლიტიზებული იყო. არა და ეს არის ის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპი, როდესაც უნდა მოახერხონ პოლიტიკოსებმა და გათავისუფლდნენ ამისგან.

სამწუხაროდ ამ კომისიამ ეს ვერ შესძლო და ბატონი ქადაგიძისა და ჭაიას დაწერილი დასვკნით, რომელიც მერე კორექტირებული იყო იმ იურისტების მიერ, რომელიც ამ კომისიაში იყვნენ, აჩვენა, რომ იმდენად ვერ გაექცა ამ პოლიტიკურ განწყობას უმრავლესი წევრები, რომ ვერ მოახერხეს მერაბიშვილის ეპიზოდი მაინც არ მოხვედრილიყო ამ დასკვნაში.

როდესაც ბატონი სერგი საუბრობდა,. რომ ბატონი გახარია უნდა გადადგეს, ვინაიდან მან ამ განცხადებით ჩაკეტა პროცესი, სწორედ ამ განცხადების ფონზე ჩატარდა 500-მდე საგამოძიებო მოქმედება და ამ მოქმედებების შედეგად მოხდა ახალი პირების გამოვლენა.

როდესაც საუბრობთ რომ წულუკიანი უნდა გადადგეს, ერთი კითხვა მაინც უნდა არსებობდეს, როცა იგი დაიბარეთ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ასევე როცა ამბობთ რომ შოთაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ ის მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო, არის თუ არა სრულიად ახალი სტანდარტი.

კომისიის მანდატი არ არის მოსამართლის და პროკურორის მანტიით აღჭურვა. კომისიას არ აქვს უფლება კონკრეტული სისხლის სამართლის კვალიფიკაცია განუსაზღვროს პირს. კომისიის მანდატი არის ობიექტური გარემოებების დადგენა და თანამდებობის პირებმა ან საგამოძიებო ორგანოებმა ხომ არ დაარღვიეს კანონი. ვინ მოგცათ უფლება, რომ მ.კ, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომლის არც უდანაშაულობის პრეზუმფცია გახსოვთ და არც ის, რომ მას რაიმე უფლება აქვს ამ ქვეყანაში, გამოუტანოთ მას მსჯავრი.

როცა ასეთ მოწოდებას აკეთებს სახალხო დამცველი, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ ინსტიტუციის მიმართ, ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა დავინახოთ ის საკითხები, რაც მოსაწესრიგებელია, სისტემური რეფორმა, რომელიც კანონმდებლობის და სისტემური გამიჯვნის კუთხით სჭირდება უწყებებს და რაც უკვე დაწყებულია, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს რეფორმები უკვე დაიწყო. ჩვენი რეკომენდაციებიც ამას ეხმიანება. რეფორმები სჭირდება განათლების კუთხით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცვის თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ეს ტრაგედია იყოს ინდიკატორი იმისათვის, რომ ბევრი რამ რაც გასაკეთებელია, ეს მოწესრიგდეს“, განაცხადა ბესელიამ.

guardian.ge