საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: „ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, საკარანტინე ზონაში განთავსდება“

სარფის ლარსისა და წითელი ხიდის სასაზღვრო ზონებთან საკარანტინე ადგილები მოეწყობა, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სახმელეთო ზონიდან ძალიან გაიზარდა მოქალაქეების შემოსვლა.

„დღეს გაიმართა შეხვედრა ბატონ პრემიერთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვან. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება, მაგალითად ძალიან გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის მოქალაქეების, ეს არის სარფი ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები. ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება არის ასევე, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში. ვინაიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.