საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: „საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდება“

საქართველოს მთავრობა აკვირდება ეპიდემიის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც მიიღონ.

„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

2 მარტიდან 16 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოცხადდა. სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც.