საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: „კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს და გაიარონ კონსულტაციები“

კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი, როგორც ექიმთან, ასევე სტანციონარში, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დისტანციურ სერვისებში თბილისში უკვე ჩართულია ოთხი კლინიკა და ისინი წარმატებით მუშაობენ.

„დამატებული არის 21 კლინიკა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შემომავალი ზარი. დღეს მიმდინარეობს საბოლოო ტესტირება ამ ზარების განხორციელების. კვირის ბოლოდან ჩვენ პაციენტებს, ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად, დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი, როგორც ექიმთან, ასევე სტაციონარში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.