საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესში შემდეგი ჯგუფი იქნება ხანდაზმულთა სახლები და 75 წელს ზევით პირები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაერთვებიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები.

„როგორც არის გეგმაში გაწერილი, შემდეგი ჯგუფი იქნება ხანდაზმულთა სახლები და 75 წელს ზევით პირები, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ საბჭოზე დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პერიოდიდან იქნება მათთვის ღია ფანჯარა და როდის ჩაერთვებიან ისინი ვაქცინაციის პროცესში“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.