ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი 8 კვირაში „ომიკრონით“ დაინფიცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებით, ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ექვსიდან 8 კვირის პერიოდში „ომიკრონის“ ვარიანტით დაინფიცირდება.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, დოქტორ ჰანს ჰენრი კლუგმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათი პროგნოზი ეფუძნება იმას, რომ 2022 წლის პირველ კვირაში ევროპის ქვეყნებში 7 მილიონი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტად არის გაზრდილი.