საქართველო

ევროკავშირის ელჩი: მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან და საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი წინასაარჩევნო კამპანიას ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ სიძულვილის ენა და პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მუქარები, მიუღებელია.

„ჩვენ კვლავ საკმაოდ ნეგატიურად ვუყურებთ განვითარებულ საარჩევნო კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ეს საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევანია. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც სხვადასხვა მიმართულებიდან და საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის. იმედი მაქვს, გამოძიებულ იქნება ყველა ეს ფაქტი”, განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.