ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთი მიგრაციის ახალ სისტემას დანერგავს

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი დაბალი კვალიფიკაციის მიგრაციიის შეზღუდვას გეგმავს. ახალი გეგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, რომელსაც მხარი დაუჭირა ლეიბორისტულმა პარტიამაც.

ტერეზა მეის განცხადებით, კვალიფიკაციაზე დაფუძნებული სისტემა დაბალი კვალიფიკაციის მიგრაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ზოგადად, მიგრაციის მაჩვენებელს მდგრად დონეზე დააყენებს.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება სამომავლოდ ქვეყნის მოქალაქეებს კვალიფიციური სამუშაოებისთვის ამზადებს.

„ორი წლის წინ ბრიტანეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას და საზღვრებზე კონტროლის დაბრუნებას. ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ახალი სისტემა თავისუფალ გადაადგილებას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს. ათწლეულების განმავლობაში პირველად, ბრიტანეთი გააკონტროლებს და აირჩევს, თუ ვინ გვსურს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდეს“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.

1tv.ge