საქართველო

„ედისონ რისერჩის“ კვლევა: ხვალ რომ არჩევნები იყოს, გრიგოლ ვაშაძეს 22%, დავით ბაქრაძეს 18%, სალომე ზურაბიშვილს კი 15% მისცემდა ხმას

„ედისონ რისერჩის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 22%

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძე – 18%

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 15%

„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნეთალაშვილი – 8%

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი – 3%

„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე – 2%

სხვა კანდიდატს – 7%, კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.

„ედისონ რისერჩს“ სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2″-მა დაუკვეთა.

პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპონდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.