საქართველო

„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 45 % მიიღო

„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, 17 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 45 %, ხოლო დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55 % მიიღო.

ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. სწორედ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ დაუკვეთა „ედისონ რისერჩსს“ ეგზიტპოლის კვლევები, თუმცა ეს არ არის ცესკო-ს ოფიციალური მონაცემები.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად ოფიციალურ მონაცემებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.