საქართველო

დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან, 425 თბილისს, 193 აჭარას, 372 კი იმერეთს უკავშირდება

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე და ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.


„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666.


სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათი განმავლობაში, გვაქვს გარდაცვალების 15 შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს. მათ შორის, თბილისში გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა, ბათუმის რეგიონში – 4 , ქუთაისში -2, გორში -1, ხოლო მცხეთაში – 1.


დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს – 425, აჭარაში – 193, იმერეთში – 372, – გურიაში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში – 53, შიდა ქართლში – 64, მცხეთა-მთიანეთში – 18, კახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 9.


ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 10 182, 19 ოქტომბრის 00:00 საათის მდგომარეობით. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 383, ხოლო აჭარაში – 588.


მძიმე პაციენტი გვყავს 341 პირი. აქედან, თბილისში განაწილებულია 172 პირი, ხოლო აჭარაში – 69. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით გვყავს 75 პირი, მათ შორის თბილისში – 49, აჭარაში – 10.


1 672 პირი არის კოვიდსასტუმროში განაწილებული, საიდანაც 1 079 – აჭარაში, ხოლო 449 – თბილისში. 5 670 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.


საკარანტინო სივრცეში დღეის მდგომარეობით გვყავს 4 726 ადამიანი, აქედან თბილისში – 1 005, აჭარაში – 2 337.


სულ 6 -19 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 6 356 პირი.


დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი, საიდანაც თბილისში გვყავს 3 798 პირი, აჭარაში – 8 821 იმერეთში – 3 369.


ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რასაც მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.