საქართველო

დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

დარჩა გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში, რადგან, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე რაიონებში.

მისივე თქმით, თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.