მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრა გააუქმა.

კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებაში „უზარმაზარი სიბრაზე და ღია მტრობა“ არის გამოხატული, „არამართებული“ იქნებოდა ხანგრძლივი შეხვედრის გამართვა, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში იყო დაგეგმილი.

კიმისადმი მიწერილ წერილში ტრამპი ამბობს, რომ ძალზე მოუთმენლად ელოდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას „მომავალში, რომელიმე დღეს“.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეელები საუბრობენ თავიანთ ბირთვულ შესაძლებლობებზე, „მაგრამ ჩვენი იმდენად მასიური და მძლავრია, რომ ვევედრები ღმერთს, რომ ისინი არასდროს იყოს გამოყენებული“.

წერილში, ტრამპი მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კორეული წარმოშობის „მძევლების“ გათავისუფლებისთვის და ამას „მშვენიერ ჟესტს და ძალიან დასაფასებელ“ ფაქტს უწოდებს.