მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „მნიშვნელოვანი“ შეხვედრა დაანონსა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. შესაძლოა გვქონდეს პუტინთან შეხვედრა… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ უკრაინაზე“, განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „Fox News“-სთან ინტერვიუში.

აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტი ვიეტნამის სანაპირო ქალაქ და-ნანგში 6-11 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები.

უფრო ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერმა განაცხადა, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ანალოგიური კომენტარი გააკეთა პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც. მან თქვა, რომ ლიდერების შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე ამ დროისთვის სიცხადე არ არსებობს.

ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ივლისში, გერმანიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

GUARDIAN.GE