აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი მისი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ნაყოფიერი არ იქნება, იგი „დატოვებს“ მას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი მისი დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ნაყოფიერი არ იქნება, იგი „დატოვებს“ მას.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მან და იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ, რომელიც ფლორიდაში, პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოს კურორტზე იმყოფება, განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე, მისი ბირთვული განიარაღების მიმართულებით, მაქსიმალური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს.

უფრო ადრე კი ტრამპმა დაადასტურა ამერიკული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო საიდუმლო ვიზიტად იმყოფებოდა ფხენიანში, სადაც კიმ ჩენ ინს შეხვდა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ პომპეომ „კარგი ურთიერთობები“ გამოჭედა კიმთან – რომელსაც გასულ წელს ტრამპი „პატარა რაკეტის კაცს“ უწოდებდა – და შეხვედრა „ძალზე ხავერდოვნად“ წარიმართა.

2000 წლის შემდეგ ეს იყო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა.

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა კი მაისში იგეგმება.