მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ვარაუდობენ ტრამპის ყოფილი თანაშემწეები

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში პირველადი შედეგების მიხედვით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ მოქმედი „რესპუბლიკელი“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. თუკი ტრამპმა სასამართლოს გზით ვერ მიაღწია თავის საწადელს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. თუმცა, როგორც ამას ტრამპის ყოფილი თანაშემწეები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს მისი პოლიტიკური ამბიციების დასასრული და მან უკვე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოინდომოს კენჭისყრა.

„მე სრულიად დარწმუნებით განვიხილავ იმის შესაძლებლობას, რომ იგი იმ ადამიანების მოკლე სიაში იყოს, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლებს“, განაცხადა ახლახან ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა მიკ მალვენიმ.

როგორც BBC წერს, ტრამპს აშკარაა, რომ უყვარს საარჩევნო მიტინგები და მან 71.5 მილიონი ხმა მიიღო ამ არჩევნებზე – დამარცხებული კანდიდატისთვის რეკორდულად დიდი რაოდენობის ხმები, რაც მკაფიოდ აჩვენებს მისდამი ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერას.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, „არც ერთი პირი არ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტად 2-ჯერ უფრო მეტი ვადით“, მაგრამ თუკი ერთი მხრივ, ერთმანეთის მიყოლებით ორი ვადით არჩევის შემდეგ პირს კონსტიტუციით არ აქვს უფლება მესამე ვადით იყაროს კენჭი, მეორე მხრივ არ არის აკრძალული პირმა მეორე ვადით ერთი ან რამდენიმე ვადის გამოტოვებით კვლავ იყაროს კენჭი. ამდენად, ტრამპს, უკვე მომავალ არჩევნებში, 2024 წელს, კანონიერად აქვს თავისი კანდიდატურის კვლავ წამოყენების უფლება და მეორე ვადით პრეზიდენტად გახდომის შესაძლებლობა. ამ დროისთვის იგი 78 წლის იქნება, თითქმის იმავე ასაკის, რა ასაკშიც ბაიდენი აირჩიეს პრეზიდენტად (შენიშვნა: ბაიდენი 78 წლის 20 ნოემბერს ხდება).

„იგი პრეზიდენტის პოსტს გარკვეულად ისეთივე მძლავრი დაემშვიდობება, როგორც იყო ეს მაშინ, როცა ის პრეზიდენტობას შეუდგა“, განაცხადა „ნორსვესტერნის უნივერსიტეტის“ კელოგის სკოლის პროფესორმა, ტიმ ქალკინსმა და დაამატა: „არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ დონალდ ტრამპმა იმოქმედოს ისე, როგორც ნებისმიერმა სხვა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენ გვინახავს“.

შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ გროვერ კლივლანდია ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პირველი ვადის დასრულებისა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ თეთრი სახლი დატოვა და 4 წლის მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა ოფისს. იგი პირველად 1885 წელს გახდა პრეზიდენტი, მეორედ კი 8 წლის შემდეგ, 1893 წელს.

გამოითქმის ასევე ვარაუდები, რომ მომავალ საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობით შესაძლო პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი იყოს დაინტერესებული.

GUARDIAN.GE