მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: „თქვენ უფრო მეტ ადამიანს დაკარგავთ რეცესიით, ვიდრე ვირუსით“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო ენერგიულად გაიმეორა წინათ გაკეთებული განცხადებების პათოსი და თქვა, რომ ამერიკამ დაუყოვნებლივ უნდა გახსნას თავისი ეკონომიკა და პასუხისმგებლობა ჯანდაცვის ექსპერტებს გადააბრალა. „თქვენ შეიძლება გაანადგუროთ ქვეყანა მისი დახურვით“, განაცხადა ტრამპმა.

„თქვენ დაკარგავთ უფრო მეტ ადამიანს ქვეყნის მასობრივ რეცესიაში მოქცევით“ ან დეპრესიით. „მე ვისურვებდი ქვეყანა გაიხსნას აღდგომისთვის და გაგრძელდეს განვითარება“.