მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: „თუკი ირანი მოისურვებს ბრძოლას, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააფრთხილა ოფიციალური თეირანი, რომ აშშ-ის და ირანს შორის კონფლიქტის ფეთქების შემთხვევაში ეს უკანასკნელი განადგურებული იქნება.

„თუკი ირანს სურს ბრძოლა, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ კვირას. „არასოდეს დაემუქროთ ისევ, შეერთებულ შტატებს!“

ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სამხედრო გემები და თვითმფრინავბი განალაგა ყურეში.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, პრეზიდენტმა ტრამპმა აღთქმა დადო, რომ იგი ნებას არ დართავს ირანს განავითაროს ბირთვული იარაღი, მაგრამ დასძინა, რომ არ სურს კონფლიქტი.

„მე არ ვარ ისეთი ვინმე, რომელსაც ომის დაწყება უნდა, რადგან ომი დარტყმას აყენებს ეკონომიკას, მაგრამ ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ომი კლავს ადამიანებს“, თქვა მან.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ომის სურვილი არც მათ გააჩნიათ.

„ომი არ იქნება, რადგან არც ერთ ჩვენგანს არ სურს ომი და არც არავის აქვს ილუზია, რომ შეუძლიათ ირანთან დაპირისპირება რეგიონში“, უთხრა მუჰამედ ჯავად ზარიფმა სახელმწიფო სააგენტო „ირნას“, როგორც ამას BBC იუწყება.

კვირას, ირანის ახალი ამბების სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა ისლამის რევოლუციის მცველების ელიტური შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორის ჰუსეინ სალამის სიტყვების ციტირება, სადაც ნათქვამია, რომ ირანი არ დაეძებს კონფლიქტს, მაგრამ, ამბობს გენერალი, შეერთებული შტატებს „ეშინია ომის და ამის სურვილი არ აქვს“.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანმა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრ სამ სახელმწიფოსთან – დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, ასევე რუსეთთან და ჩინეთთან  – გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ 5 წევრს +1 [გერმანია] – 2015 წელს  დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება შეაჩერა მას შემდეგ, რაც იქიდან გასულ წელს ტრამპის გადაწყვეტილებით ვაშინგტონი ცალმხრივად გამოვიდა და ირანს ისევ მკაცრი სანქციები დაუწესა. თეირანმა ხელშეკრულების შეჩერებასთან ერთად განაცხადა, რომ განაახლებდა ურანიუმის გამდიდრებას, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენება.

guardian.ge