აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვიეტნამის დედაქალაქში ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოთხშაბათს ერთმანეთს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში შეხვდებიან მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში მათი პირველი ისტორიული შეხვედრა სინგაპურში გაიმართა. ორივე ლიდერი უკვე ჩასულია ვიეტნამში.

„ვიეტნამი აყვავების გზაზე დგას და ამ მხრივ ის მცირე ადგილებს შორისაა დედამიწაზე. ჩრდილოეთ კორეასაც იგივე ელოდება, და ძალიან მალე, თუ ის ბირთვულ განიარაღებას მოახდენს“, განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“.

„პოტენციალი შთაბეჭდილებებით აღსავსე, დიდი შესაძლებლობებია – როგორც თითქმის არავისთვის ისტორიაში – ჩემი მეგობარი კიმ ჩენ ინისთვის“, აღნიშნა ტრამპმა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და კიმი სასტუმრო მეტროპოლში ადგილობრივი დროით საღამოს 6:30 საათზე შეხვდებიან და მათი პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრა 20 წუთი გასტანს, რის შემდეგაც ლიდერები თავიანთ მრჩევლებთან ერთად სადილზე გადაინაცვლებენ. მოლაპარაკებების სერია ხუთშაბათსაც გაგრძელდება, თუმცა 28 თებერვლის შეხვედრების ადგილი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ჰანოიში მდებარე სასტუმრო მეტროპოლში, რომელიც 118 წლისა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

guardian.ge