მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: აშშ სრულიად მზად არის გაუმკლავდეს კორონავირუსს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა „ფრიად, ფრიად მზად არის“ გაუმკლავდეს კორონავირუსს. მან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა.

ტრამპის გზავნილი ეწინააღმდეგება აშშ-ის დაავადებათა კონტოლის ცენტრის მიერ უფრო ადრე გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას და გაფრთხილებას, რომ კორონავირუსი შესაძლოა „სერიოზული ზიანის მიყენების“ მიზეზი გახდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მეცნიერები ვაქცინის სწრაფად შექმნის პროცესში არიან. მიუხედავად ამისა, ანტონი ფაუსიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, განაცხადა, რომ იგი არ ელოდება, რომ ვაქცინა მზად შეიძლება იყოს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში.

GUARDIAN.GE