მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპის განცხადებით, მაისის ბოლოს კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიშლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი მაისის ბოლოს დაიშლება. აღნიშნული განცხადება მან არიზონაში, ნიღბების წარმოების ქარხანაში სტუმრობისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ახლა ჩვენ ცოტა განსხვავებულ ფორმას ვხედავთ, ეს ფორმა არის უსაფრთხოება და გახსნა. ჩვენ ალბათ სხვა ჯგუფი გვექნება. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიბრუნებთ” , – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 1.2 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ქვეყნის მასშტაბით 71 000-ზე მეტია.