საქართველო

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაშავებულები გუდაურიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად დაშავებული ის ადამიანები, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი 2″-ს განუცხადა, ამ წუთებში დაშავებულების დასახმარებლად მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული.

„ერთი ვერტმფრენი უკვე დაჯდა გუდაურში და მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს…. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის სიცოცხლეს და არავის ჯანმრთელობას აწი უკვე საფრთხე აღარ დაემუქროს. რაც მოხდა, ეს მოხდა უბედურება”, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის თქმითაც, საბაგირო გზა გუდაურში შემოწმებული იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი დაშავებულებს ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანს.