მსოფლიოს ახალი ამბები

დიმიტრი პესკოვი: ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუღია საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის სერგეი ლავროვთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის, არც იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით სერგეი ლავროვი მინისტრთა ახალ კაბინეტში კვლავ საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს, პესკოვმა აღნიშნა: „არა, რამე გადაწყვეტილება, როგორც იცით, პრეზიდენტს არ მიუღია“.