ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს

დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი წვიმა. ქარის სიჩქარე ზოგან 90 მილ/სთ-ს (146 კმ/სთ) შეადგენს. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია შენობები.

BBC-ის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ათეულობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშა დარჩენილი. ავიახაზებმა ასეულობით ფრენა გააუქმეს, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ კი დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს მოგზაურობისაგან თავშეკავებისკენ.

საზღვაო სატრანსპორტო საშუალების მგზავრებიც ასევე შეფერხებისა და მოგზაურობის გაუქმების წინაშე აღმოჩნდნენ.

 

მძღოლები გააფრთხილეს, რომ უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ.

დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მთლიანობაში 92 000 ადამიანი იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. ენერგოკომპანიებმა განაცხადეს, რომ ქარიშხლის თავზე დატყდომის შემდეგ მათ 189 000 მომხმარებელს აღუდგინეს ელექტროენერგია და მუშაობა გრძელდება, რათა დარჩენილ მობინადრეებსაც მიაწოდონ დენი.

ქარიშხალ „კიარას“ გამო დიდ ბრიტანეთში განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული, რომელიც ადგილობრივი დროით შუაღამემდე გაგრძელდება. მეტეოროლოგები მოქალაქეებს შინ დარჩენისაკენ მოუწოდებენ.

guardian.ge