დიდმა ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. ამის შესახებ „როიტერსი” წერს.
დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა.
აჰმედ ალ შარაა მომავალ კვირაში აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად ჩადის და პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას გამართავს.

