ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი „კონსტიტუციური კრიზისის“ წინაშე დადგება, თუკი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე სრულ ოფიციალურ დოკუმენტს არ გამოაქვეყნებს, აცხადებს „ლეიბორისტული პარტია“

დიდი ბრიტანეთი „კონსტიტუციური კრიზისის“ წინაშე დადგება, თუკი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე სრულ ოფიციალურ დოკუმენტს არ გამოაქვეყნებს, გამაფრთხილებლად აცხადებს ბრიტანეთის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“.

პრემიერ მინისტრი მეი აცხადებს, რომ დოკუმენტი კონფიდენციალურია. მაგრამ ზოგიერთი დეპუტატი ფიქრობს, რომ მინისტრებს არ სურთ აღიარონ, რომ ოფიციალური რჩევის მიხედვით დიდი ბრიტანეთი შესაძლოა სამუდამოდ იყოს მიბმული ევროკავშირის საბაჟო წესებთან.

ოფიციალური რჩევის გამოქვეყნების მოთხოვნას შეუერთდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი.

აღნიშნულს შესახებ განცხადებას ორშაბათს გენერალური პროკურორი ჯეფრი კოქსი გააკეთებს. იგი ოფიციალური დოკუმენტის შემოკლებულ ვერსიას მიაწვდის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტიის დეპუტატები მისი სრული ვერსიის გამოქვეყნებას მოითხოვენ.

guardian.ge