ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და მისი მთავრობა ნდობის ვოტუმს გადაურჩა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობა ნდობის ვოტუმს გადაურჩა და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, ჯერემი კორბინის მიერ თემთა პალატაში მთავრობისადმი უნდობლობის კენჭისყრის დაყენების შემდეგ 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა.

ნდობის ვოტუმს წინ უძღოდა სამშაბათს „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში. მეიმ განაცხადა, რომ იგი დაიწყებს მოლაპარაკებებს სხვა პარტიის ლიდერებთან რათა მონახოს „ბრექსიტის“ ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც დეპუტატები მხარს დაუჭერენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ მეის „ზომბმა“ მთავრობამ დაკარგა უფლება მართოს ქვეყანა.