ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. იგი დღემდე ქვეყნის საგარეო მდივნის პოსტს იკავებდა. მან „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის არჩევნებში ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დაამარცხა. ტრასმა ხმების 57% მიიღო.

დიდ ბრიტანეთში მმართველი პარტიის ლიდერად არჩევა ავტომატურად პრემიერ-მინისტრად არჩევასაც ნიშნავს.

ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონს შეცვლის. მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ იგი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.