ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე უარის თქმის შემდეგ კენჭს „ბრექსიტის“ გახანგრძლივებას უყრის

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლაზე უარის თქმის შემდეგ ხუთშაბათს კენჭი უნდა უყაროს „ბრექსიტის“ გახანგრძლივებას.

თემთა პალატაში დებატების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგით დეპუტატებმა მთავრობა განცვიფრებული დატოვეს. „ბრექსიტის“ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ ხმა 312-მა კანონმდებელმა მისცა, მომხრე კი 308 აღმოჩნდა.

როგორც BBC იუწყება, კენჭისყრა ვალდებულების განმსაზღვრელი არ არის და ამჟამინდელი კანონის მიხედვით დიდ ბრიტანეთს ჯერ კიდევ შეუძლია ევროკავშირის 29 მარტს დატოვება.

პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტის“ შეთახმებისთვის ორგზის უარის – ჯერ იანვარში, მეორედ კი 12 მარტს – 13 მარტს ღამით კი ასევე „ბრექსიტის“ შეთახმების გარეშე ბლოკის დატოვების წინააღმდეგ წასვლის შემდეგ დღეს, 14 მარტს, თემთა პალატაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და დეპუტატები ევროკავშირს სთხოვენ ნებართვას ბლოკიდან გასვლის გადადების თაობაზე, თუმცა დროის დიდი ხნით გახანგრძლივებაზე საუბარი არ იქნება.

guardian.ge