საქართველო

დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში ენზელ მკოიანმა და “ქართული ოცნების” პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს მოსახლეობასთან  წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ხალხმრავალი შეხვედრა გამართეს.

დღეს შეხვედრა სოფელ ჯიგრაშენის მოსახლეობასთანაც გაიმართა.

ენზელ მკოიანმა მოსახლეობას “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებული პროექტები გააცნო და მოუწოდა მათ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მხარი დაუჭირონ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

დღესვე ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომხური ვიკარიატის ვაზგენ მირზახანიანის მიერ წმინდა ვარდანანცის ეკლესია იქნა ნაკურთხი.

ეკლესიის კურთხევას სოფლის მოსახლეობასთან და სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ესწრებოდა.