საქართველო

დევი ჭანკოტაძე: შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა

შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. დევი ჭანკოტაძე აღნიშნავს, რომ მისთვის სანდო „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლია.

„უნდა დაველოდოთ, ეს არის ფორმალობა. ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ და ხვალიდან ქართულ-რუსული ოცნება უნდა წავიდეს. ჩვენთვის სანდო „მთავარი არხის“ ეგზიტპოლებია, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, მე შუადღიდან ვიცოდი, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა. „ფორმულას“ ეგზიტპოლი არ არის სანდო. მეტსაც გეტვით, რაც „მთავარმა“ თქვა, 41 პროცენტი ქართულ-რუსულ ოცნებას და 33 „ნაციონალურ მოძრაობასო“, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.