აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

დაღუპულია 120-ზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ინდოეთის შტატებში

დაღუპულია 120-ზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ინდოეთის უტარ პრადეშისა და ბიჰარის შტატებში, იტყობინება BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

ოფიციოზის ინფორმაციით, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, სატრანსპორტო მოძრაობა, ჯანდაცვის მომსახურებები, სკოლების მუშაობა და ასევე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.

უტარ პრადაშის მთავრობის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ 93 ადამიანია დაღუპული. ბიჰარის შტატში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 29-ს შეადგენს.

ადამიანები მთავარ გზებზე ნავებით გადაადგილდებიან.

ადგილობრივმა მთავრობამ ინდოეთის საჰაერო ძალებს ვერტმფრენების და სპეცტექნიკის გაგზავნის თხოვნით მიმართა, რათა წყლის ამოტუმბვის პროცესი დაიწყონ.

guardian.ge