საქართველო

დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება ჩატარდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ორგანიზებით, ორფოლოს პოლიგონზე გეგმიური საარტილერიო სწავლება ჩატარდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე და 62-ე საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო სროლებს 2S3 და RM70 საარტილერიო დანადგარებიდან ახორცილებდნენ.

ორფოლოს პოლიგონზე დასავლეთ სარდლობის ეგიდით კიდევ ერთი საარტილერიო სწავლება ჩატარდა. სასწავლო საბრძოლო სროლებში III ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები იყვნენ ჩართულები. გეგმიურ და არაგეგმიურ მიზნებზე ორიენტირებული სროლები გათვლის, ოცეულისა და ბატარეის დონეზე განხორციელდა. სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლის მოთხოვნაზე დროული რეაგირების, მიზანზე ზუსტი ცეცხლის წარმოების სავარჯიშოები შეასრულეს და ამ ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო ხერხებს დაეუფლნენ. სასწავლო საბრძოლო სროლები 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან და 152 მმ თვითმავალი ჰაუბიცა “დანა”-დან განხორციელდა.

საარტილერიო სწავლებებს ქვედანაყოფების მეთაურები ხელმძღვანელობდნენ. წვრთნების მიმდინარეობის პროცესს დასავლეთ-სარდლობის შტაბის წარმომადგენლები რეგულარულად ეცნობოდნენ.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.