ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დანიის მთავარი ეპიდემიოლოგი დიდი ეჭვით უყურებს იმას, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება დაატყდეთ თავს

დანია პირველი ქვეყანა იყო ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც ახალი კორნავირუსის აფეთქების შემდეგ თვითიზოლაციის ზომებს მიმართა და ასევე, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ის დაასრულა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლას 15 აპრილს დაუბრუნდნენ და თმის შეჭრის სალონებიც მალევე გაიხსნა. ახლა ქვეყანამ რესტორნების და დიდი სავაჭრო მაღაზიების გახსნა დაიწყო და ინფექციის გასაკონტროლებლად ახალი ზომები დააწესა.

დანიის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, კარე მოლბაკემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშინაც კი, როცა ყველა შეზღუდვა დასრულდება, ინფექციის მაჩვენებლები დაბალი დარჩება და იგი არ ფიქრობს, რომ მეორე ტალღა შეიძლება დაატყდეთ თავს.

„ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ განუცდია ფაქტობრივი მეორე ტალღა. ზოგიერთმა ქვეყანამ იხილა გავრცელების მაღლა სვლა და კლება, მაგრამ იმ ცოდნის საფუძველზე, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, მე ძალზე ნაკლებად მოსალოდნელად მიმაჩნია, რომ ჩვენ მეორე ტალღა ვიხილოთ“, განაცხადა მან.

დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10,591-ს შეადგინა, გამოჯანმრთელდა 8,580, გარდაიცვალა 527 პაციენტი.

GUARDIAN.GE