საქართველო

დანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

დანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. გადაწყვეტილება დანიის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტრომ ორი კვირის თავზე გადახედეს ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული „მწვანე ქვეყნების” სიას და მიიღეს გადაწყვეტილება, საზღვრები გაუხსნან აღნიშნულ სიაში არსებულ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ საქართველოს, ტუნისსა და ურუგვაის.

მიმდინარე თვის დასაწყისში დანიამ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სიიდან საზღვარი გაუხსნა კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ტაილანდს.