საქართველო

დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დათა ვანიშვილს სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოებს. ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს.

„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, – ნათქვამია ორბელიანების სასახლის კომუნიკაციების სამსახურის ინფორმაციაში.