საქართველო

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს

რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, განაცხადა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით სუჯაშვილმაჟურნალისტებთან კომენტირებისას. მას პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

„დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე – მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს. თურქეთი არის საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა – შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ამ მხრივ გამოვყოფდი აშშ-ს“, განაცხადა დავით სუჯაშვილმა.