საქართველო

დავით სერგეენკო გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს, ჯანდაცვის მინისტრი ეხმაურება.

„ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ წარმოუდგენელია ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი ამ ჩანაწერების ირგვლივ აღძრულია გამოძიება და მე მგონი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს ახლოს”, განაცხადა სერგეენკომ მედიასთან საუბრისას.