საქართველო

დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

როგორც მინისტრმა H1N1-ის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევები და სამედიცინო დაწესებულებებში გაზრდილი მიმართვიანობა ნიშნავს, რომ ვირუსი სეზონური გავრცელების პიკს აღწევს.

„გრიპით ავადობა წელიწადში ორჯერ სეზონურად ყოველთვის მოსალოდნელია. ამ დღეებში მიმდინარე ავადობის სურათს ასეთი დამახასიათებელი თვისებები აქვს, რომ დღეის მდგოამრეობით, 100 000 მოსახლეზე 221 შემთხვევა არის. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, წინა კვირას 185 იყო. ითვლება, რომ ეპიდიმიურე მზად ყოფნა არის მაშინ, როდესაც 100 000-დან 450 შემთხვევა სახელდება. მასთან მიახლოებული არ ვართ, საბედნიეროდ, თუმცა, აუცლებელია, რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, ტკივილი თავის, სახსრების. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის მაგივრად აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.