საქართველო

დავით ზალკალიანმა ნიკო შერაზადაშვილს ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდრა გამართა ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან. დიასპორასთან შეხვედრა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა ცნობილ ქართველ ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს ნიკა შერაზადაშვილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ნიკას გამორჩეულ როლს ესპანეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ესპანეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები, რომელთაც მინისტრმა საჩურად გადასცა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით შემუშავდა. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ მადრიდის, ბარსელონას, ალიკანტეს, ვალენსიის საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმატებული ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის წარმოსაჩენად. მან დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯებისა და ინოვაცური მიდგომების შესახებ, ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დიასპორის საჭიროებებს უკავშირდება.

დავით ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილებს გააცნო დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სამინისტროს ინიციატივები, მათ შორის დიასპორული ვებ-პორტალი და დიასპორული პროექტების ფონდი, რომელიც ხელს შუწყობს ერთის მხრივ დიასპორასთან ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას და მათ საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, ასევე მეორე მხრივ, მოემსახურება ცალკეული დიასპორული ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ, ასევე ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებაზე. ​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.