საქართველო

დავით გარეჯის საკითხზე ილია მეორემ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი მიიღო

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.

საპატრიარქოს ცნობით, სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.